შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის (UNHCR) ევროპის რეგიონალურ დირექტორთან, პასკალ მოროსთან შეხვედრა გამართა.
ქეთევან ციხელაშვილმა სტუმარს ინფორმაცია ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებაზე, ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ფაქტებსა და ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციაზე მიაწოდა. ყურადღება გაამახვილა გადაადგილების თავისუფლებისა და მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების შეზღუდვაზე. დეტალურად ისაუბრა გალსა და ახალგორში ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის მდგომარეობაზე.
საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა მთავრობის სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ და მისი განხორციელების მიმდინარეობა იყო.
მიმოიხილეს პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი ნაბიჯები. ხაზი გაესვა UNHCR-თან თანამშრომლობისა და სამშვიდობო პროცესში მისი ჩართულობის მნიშვნელობას. დაისახა სამომავლო მჭიდრო თანამშრომლობის გეგმები.