შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის დიასპორის საკითხთა სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარეს ფუად მურადოვს შეხვდა.
შეხვედრაზე ისაუბრეს სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობის კუთხით სახელმწიფოს პოლიტიკაზე. პროექტებზე, რომლებიც ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოქალაქეების ინტეგრაციასა და მეტ ჩართულობას ისახავს მიზნად. მათ შორის „ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამასა“ და აღნიშნული პროგრამით მოსარგებლე პირთათვის სახელმწიფო უწყებებში სტაჟირების გავლის შესაძლებლობებზე.
სტუმრები დაინტერესდნენ აზერბაიჯანული თემის ყოფით, მათთვის აქტუალური საკითხებითა და აღნიშნული საკითხებისადმი სახელმწიფოს მიდგომით.
ხაზი გაესვა ქართველ და აზერბაიჯანელ ხალხთა შორის არსებული მეგობრობის მნიშვნელობას. მხარეებმა სამომავლო გეგმები დასახეს და მხარდაჭერის გაძლიერების სურვილი გამოთქვეს.