სახელმწიფო მინისტრი სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების ფორუმზე მოხსენებით წარსდგა

13 მაისი 2019
სახელმწიფო მინისტრი სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების ფორუმს დაესწო.

თბილისში მიმდინარე ფორუმზე ქეთევან ციხელაშვილმა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე, ჰუმანიტარულ პრობლემებზე და მთავრობის სამშვიდობო ინიციატივაზე მოხსენება გააკეთა.

სახელმწიფო მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება სამშვიდობო პროგრამა ,,ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ გაამახვილა და უსაფრთხოების ფორუმის მონაწილეებს დაწვრილებით აუხსნა, თუ რას სთავაზობს სახელმწიფო ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებს იმისთვის რომ მათ რუსული ოკუპაციისგან გამომდინარე სიძნელეები გადალახონ.

მოხსენების დასრულების შემდეგ ქეტევან ციხელაშვილმა ფორუმის მონაწილეების შეკითხვებს უპასუხა.