სახელმწიფო მინისტრი საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიებისა და შემდგომი იდენტიფიკაციის პროცესის გაუმჯობესებისთვის ადგილობრივი შესაძლებლობების განვითარების მნიშვნელობაზე და ამ მიმართულებით არსებულ ძირითად გამოწვევებზე ისაუბრეს.
შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოში, წითელი ჯვრის 2017-2021 წლების სტრატეგია. საუბარი შეეხო 2019 წლის სამარხების გათხრისა და ექსჰუმაციების გეგმის შესახებ" გეგმასაც, როგორც ოკუპირებულ ასევე საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე.
შეხვედრისას სახელმწიფო მინისტრმა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლებმა სამარხების მოძიების პროცესში მხარეების აქტიურ ჩართულობასა და ინფორმაციის გაცვლაზე გაამახვილეს ყურადღება.