შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, ასევე იურიდიული დახმარების ზუგდიდის სამსახურთან თანამშრომლობითა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დაბა ჯვარში საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას ადგილობრივი მოსახლეობა ესწრებოდა. მათ ინფორმაცია მიიღეს სექსუალური ან სხვა გენდერული ნიშანით ჩადენილ ძალადობაზე, ოჯახში ძალადობასა
და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ რისკებზე (როგორიცაა ტრეფიკინგი, ომის ნარჩენები, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა
და უკანონო დაკავების საფრთხეები), ასევე სახელმწიფო სერვისების შესახებ.
სახელმწიფო მინისტრის აპარატის, შინაგან საქმეთა სამინსიტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტისა და იურიდიული დახმარების სამსახურის ზუგდიდის ოფისის წარმომადგენლებმა დეტალურად ისაუბრეს თითოეულ ზემოთჩამოთვლილ თემაზე და ასევე ყველა იმ შესაძლებლობაზე, რომელთაც სახელმწიფო ძალადობით დაზარალებულ ადამიანებს სთავაზობს.
შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია. მონაწილეებს მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხის მოსმენის საშუალება მიეცათ.
საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების 2018-2020 წლების საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმის ფარგლებში, რომელიც საქართველოს მთავრობამ 2018 წლის 10 აპრილს დაამტკიცა.