ქალაქ რუსთავში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასთან არსებული საზოგადოებრივი საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა
23 ივლისი 2019
ქალაქ რუსთავში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასთან არსებული საზოგადოებრივი საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა რეგიონში მოქმედმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, თემის ლიდერებმა, საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლებმა, თვითმმართველობის წარმომადგენლებმა და ომბუდსმენის აპარატის წევრებმა მიიღეს.
საზოგადიებრივი საკონსულტაციო საბჭოს სხდომის მონაწილეებს სიტყვით სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ მიმართა. ლია გიგაურმა სახელმწიფოს მხრიდან სამოქალაქო ინტეგრაციის კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა და შეხვედრის მონაწილეებს მინისტრის აპარატის გეგმები გააცნო.
შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში მიმდინარეობდა. საბჭოს სხდომის მონაწილეებმა ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე და ამ გამოწვევების დაძლევის გზებზე ისაუბრეს.
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასთან არსებული საზოგადოებრივი საკონსულტაციო საბჭო, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით 2016 წელს შეიქმნა.