შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაური ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ფოკაში, ვლადიმეროვკასა და ტამბოვკაში იმყოფებოდა, სადაც მოსხლეობას შეხვდა.
შეხვედრებზე, რომელთაც სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი ბესიკ ამირანაშვილი, დეპუტატები - ენზელ მკოიანი, კახაბერ ოქრიაშვილი, სიმონ ნოზაძე და ნინოწმინდის მერი ანივარდ მოსოიანი ესწრებოდნენ, რეგიონში არსებული გამოწვევებისა და იმ საკითხების შესახებ ისაუბრეს, რომლებიც მოსახლეობას აწუხებს.
სახელმწიფო მინისტრის მოადგილის თქმით, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა ყოვლთვის მნიშვნელოვანია, რადგან არსებული პრობლმების შესახებ იფორმაციის მიღება უშუალოდ მათგან არის შესაძლებელი.
„ასევე, ვაწვდით ინფორმაციას სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ პროექტებთან დაკავშირებით, ვჯერდებით სამომავლო გეგმებზე. სახელმწიფოს ბიუჯეტი ახლა იგეგმება, ამდენად, პროექტები, რომელთაც ხელისუფლება რეგიონებში ახორციელებს, მოსახლეობასთან უნდა იყოს შეთანხმებული და მათ საჭიროებებზე პასუხს უნდა წარმოადგენდეს.
„რაც შეეხება სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულებით დასახულ ამოცანებს, ძალიან მნიშნელოვანია სახელმწიფო ენის ცოდნასთან დაკავშირებული გამოწვევები. ჩვენ ერთ ენაზე უნდა ვსაუბრობდეთ და ეს სახელმწიფო ენა უნდა იყოს. ამიტომ, ჩვენი მხრიდან კიდევ ერთხელ იყო შეთავაზება რეგიონში სახელმწიფო ენის მიბილური ჯგუფების ჩასვლასთან დაკავშირებით. ისინი დეხმარებიან ადამიანებს, რომელთაც სახელმწიფო ენის ფლობა სჭირდება“, - განაცხადა ლია გიგაურმა.
მისივე თქმით, საჭიროებები, რომლებიც მოსახლეობის მხრიდან იყო წარმოდგენილი, ძირითადად ინფრასტრუქტურულ საკითხებს უკავშირდებოდა. საუბარი აგრეთვე შეეხო სკოლების რეაბილიტაციას. მოსახლეობამ დასმულ კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღო.