შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაური მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში - წერეთელი, თამარისი, ყიზილაჯლო და წითელისოფელი
იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
საინფორმაციო შეხვედრებზე, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, რეგიონში არსებული ვითარება და პრობლემები განიხილეს.
ადგილობრივებმა, მათ შორის ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებმა, დეტალურად ისაუბრეს მათ საჭიროებებზე. ხელისუფლების წარმომადგენლებმა თითოეულ კითხვას ამომწურავად უპასუხეს.
„ჩვენ უკვე ჩავატარეთ საინფორმაციო შეხვედრები სხვადასხვა მუნიციპალიტეტში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საშუალება გვეძლევა თავად მოსახლეობისაგან მივიღოთ ინფორმაცია მათი პრობლემების შესახებ. დღეს ჩვენ მოვისმინეთ შეფასებები მიმდინარე პროექტებთან დაკავშირებით და ერთად განვსაზღვრეთ ახალი პრიორიტეტები“, - განაცხადა ლია გიგაურმა.