შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ჰუბერტ კნირშთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე მიმოიხილეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება. საუბრის ძირითადი თემა კი საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკა და ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ იყო, რომელიც იმპლემენტაციის პროცესშია.
სახელმწიფო მინისტრმა სტუმარს მიაწოდა ინფორმაცია ინიციატივის ეფექტიანად განხორციელების მიზნით საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული და დაგეგმილი ნაბიჯების თაობაზე. ამ კუთხით სახელმწიფო მინისტრმა ხაზი გაუსვა გერმანიის როლსა და მისი შემდგომი მხარდაჭერის მნიშვნელობას.
შეხვედრის ბოლოს ქეთევან ციხელაშვილმა სტუმარს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მხრიდან კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების საქმეში შეტანილი წვლილისათვის მადლობა გადაუხადა. მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის გეგმები დასახეს.