„მშვიდობის ფონდი უკეთესი მომავლისთვის“ სამეთვალყურეო საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა. ფონდი სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისთვის“ ფარგლებში გათვალისწინებული ფინანსური ინსტრუმენტია. იგი ინიციატივის მიზნებს, მშვიდობის მშენებლობას, თანამშრომლობასა და მოსახლეობის მდგომარეობის გაუმჯობესებას მოემსახურება. დამატებით ხელს შეუწყობს ინდივიდუალური და პარტნიორული ბიზნეს პროექტების განხორციელებას გამყოფი ხაზების გასწვრივ.
ფონდი 12 აგვისტოს დაფუძნდა და მისი დამფუძნებლები, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატთან ერთად, საპარტნიორო ფონდი და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა არიან.
სამეთვალყურეო საბჭოს პირველ სხდომაზე განისაზღვრა ფონდის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და სამომავლოდ გადასადგმელი ნაბიჯები, რათა ფონდი ეფექტიან საქმიანობას უახლოეს მომავალში შეუდგეს.