შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი, მოადგილესთან, ლია გიგაურთან ერთად, მარნეულში ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ ახალგაზრდებს შეხვდა.
შეხვედრაზე სახელმწიფო მინისტრმა საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკის შესახებ ისაუბრა. მიმოიხილა კონფლიქტურ რეგიონებში შექმნილი ვითარება და გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში არსებული მდგომარეობა.
ახალგაზრდებს საკუთარი ხედვის გაზიარებისა და მოსაზრებების გამოთქმის საშუალება მიეცათ. სახელმწიფო მინისტრმა თითოეულ კითხვას ამომწურავად უპასუხა.
„რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითოეული მოქლალაქე ინფორმირებული და ჩართული იყოს იმ სამშვიდობო ძალისხმევაში, რასაც ჩვენი ქვეყანა ახორციელებს. მითუფრო - ახალგაზრდები. ასეთი შეხვედრები პერიოდულად იმართება. მათ შორის უნივერსიტეტებში სხვადასხვა ჯგუფთან. მიმაჩნია, რომ შევედრების ჩატარება რეგიონებში აუცილებელია და რა თქმა უნდა, ეს არ იქნება ერთადერთი.
„ჩემთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მათი ინფორმირება, არამედ მათი მოსაზრებებიც. სამშვიდობო პროცესი ისეთი რამ გახლავთ, სადაც მხოლოდ სახელმწიფო ვერაფერს გახდება. სახალხო დიპლომატია და მოქალაქეების ჩართულობა საკვანძოა. ძალიან ხშირად საინტერესო იდეები და პროექტები სწორედ ახალგაზრდების მხრიდან მოდის“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
შეხვედრას აგრეთვე ესწრებოდა ქალაქ მარნეულის მერი ზაურ დარგალი.