გენდერული თანასწორობის, ადრეული ქორწინების, ოჯახში ძალადობისა და სექსუალური შევიწროების საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და იურიდიული დახმარების სამსახურთან თანამშრომლობით, ამჯერად მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოში გაიმართა.
შეხვედრას ადგილობრივი მოსახლეობა დაესწრო. სახელმწიფო მინისტრის აპარატის, შინაგან საქმეთა სამინსიტროსა და იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენლებმა მათ ზემოთჩამოთვლილ თემებზე ინფორმაცია მიაწოდეს. გარდა ამისა, მოსახლეობასთან იმ შესაძლებლობაზეც ისაუბრეს, რომელთაც სახელმწიფო ძალადობით დაზარალებულ ადამიანებს სთავაზობს.
შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია. მონაწილეებმა თითოეულ კითხვაზე ამომწურავი პასუხი მიიღეს.
აღნიშნული საქმიანობა სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციისა სახელმწიფო სტრატეგიისა და 2015-2020 წლების სამოქმედო გეგმის გენდერული მეინსტრიმინგის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს.
ღონისძიება ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის 2018-2020 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმისა და სექსუალური შევიწროების 16 დღიანი გლობალური კამპანიის ფარგლებში ჩატარდა, რომელსაც საქართველო ყოველ წელს უერთდება.