შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაური ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობაში დატოვებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს:
“დღევანდელი ფაქტი კიდევ ერთხელ ნათლად წარმოაჩენს ოკუპაციის რეალურ სახეს და იგი ცალსახად მიმართულია დაძაბულობის ესკალაციისკენ.
“ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავების პირველივე წუთებიდან, სახელმწიფო მინისტრის აპარატი, სხვა შესაბამის უწყებებთან ერთად, მაქსიმალურად ჩართულია და ყველა შესაძლო არხს, მექანიზმსა და ტრიბუნას იყენებს, რათა საბოლოო შედეგს - ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობიდან უპირობო გათავისუფლებას მივაღწიოთ.
“რა თქმა უნდა, ძალისხმევა არც ერთი წუთით არ მოდუნდება. სახელმწიფო კვლავაც მაქსიმუმს გააკეთებს და რათა ეს შედეგი რაც შეიძლება მალე დადგეს”, - განაცხადა ლია გიგაურმა.