ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები, ახალგორის მიმართულებით ე.წ. გამშვებ პუნქტზე არსებული ვითარება და ადგილობრივების მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობა იყო საუბრის მთავარი თემა სახელმწიფო მინისტრისა და ჟენევის მოლაპარაკებებში გაეროს წარმომადგენლის ჯიჰან სულთანოღლუს შეხვედრისას.
ქეთევან ციხელაშვილმა გაეროს წარმომადგენელს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება, საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაწესებული შეზღუდვები და ის საკითხები გააცნო, რომლებიც მნიშვნელოვანია აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული თვალსაზრისით. ხაზი გაესვა ზოგადად გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვას, რითაც საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ თუ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ათასობით ადამიანი ზარალდება, განურჩევლად ეთნიკური წარმომავლობისა.
შეხვედრის ბოლოს მხარეებმა სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ მიმდინარეობა განიხილეს. სახელმწიფო მინისტრმა სტუმარს განხორციელებული სამუშაო და დაგეგმილი ნაბიჯები გააცნო