შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში ეუთოს წარმომადგენელს რუდოლფ მიხალკას და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მოქმედ ხელმძღვანელს ქეით ფერონს შეხვდა.
ეუთოს თავმჯდომარის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში და სახელმწიფო მინისტრი შეხვედრის დროს რამდენიმე მნიშვნელოვან და აქტუალურ თემას შეეხნენ, მათ შორის ჟენევის დისკუსიების დღის წესრიგში არსებულ საკითხებს. შეხვედრაზე ახალგორის ე.წ. გადასასვლელი პუნქტის ჩაკეტვის შედეგად გამოწვეულ ჰუმანიტარულ კრიზისსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე გამახვილდა ყურადღება.
სახელმწიფო მინისტრის მხრიდან ხაზი გაესვა, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის განსაკუთრებულ როლს ადგილზე მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებისთვი