იიდ-ალ-ფიტრი, ანუ რამაზან ბაირამი, მუსლიმთა უდიდესი დღესასწაულია და იგი ერთთვიანი მარხვის დასრულებას მოასწავებს,
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს ისლამური სამყაროს ყველაზე ბრწყივნალე დღესასწაულს - იიდ-ალ-ფიტრს, წმინდა რამაზანის თვის დამთავრებას ულოცავს:
„ჩვენს მუსლიმ თანამოქალაქეებს ვულოცავ რამაზან ბაირამს - მარხვის წმინდა თვის დასრულებას. მშვიდობა, ჯანმრთელობა და კეთილდღეობა მოეტანოს მას ყველა ოჯახისა და მთლიანად ქვეყნისათვის.
მუსლიმი საზოგადოება ჩვენი მრავალკონფესიური ქვეყნის განუყოფელი ნაწილია. ისტორიულად საქართველოში სხვადასხვა აღმსარებლობის ადამიანები ერთმანეთის მრწამსს პატივს სცემდნენ და ერთმანეთის გვერდით მშვიდობიანად და მეგობრულად თანაცხოვრობდნენ. ეს ტრადიცია გრძელდება და კიდევ უფრო ძლიერდება.
შექმნილ რთულ ვითარებაში, რაც COVID -19 ის გავრცელებით არის გამოწვეული. საქართველოს სახელმწიფო ძალისხმევას არ იშურებს, რათა ეფექტიანად მოხდეს დაავადების პრევენცია და მოსახლეობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უზრუნველყოფა. ჩვენი ამოცანაა, ქვეყანა რაც შეიძლება მალე დაწარმატებით დავაბრუნოთ შეუქცევადი განვითარების გზაზე. ამ პროცესში კი, თითოეული ჩვენი მოქალაქის ჩართულობისა და თანამშრომლობის, მოთმინებისა და სიბრძნის დიდი იმედი გვაქვს.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საქართველოში მცხოვრებმა მუსლიმებმა გამოიჩინეს დიდი სამოქალაქო პასუხისმგებლობა დ აკორონავირუსის პანდემიის პირობებში რელიგიური, სახალხო დღესასწაულები გაცემული რეკომენდაციებისა და დაწესებულ რეგულაციების გათვალისწინებით აღნიშნეს, რისთვისაც მადლიერებას მათ მიმართ გამოვხატავ.
კიდევ ერთხელ ჩვენს თანამოქალაქე თითოეულ მუსლიმს მინდა ვუსურვო ჯანმრთელობა, მხნეობა, სიკეთე და კეთილდღეობა,” - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.
იიდ-ალ-ფიტრი, ანუ რამაზან ბაირამი, მუსლიმთა უდიდესი დღესასწაულია და იგი ერთთვიანი მარხვის დასრულებას მოასწავებს. გადმოცემის თანახმად, ალლაჰმა სწორედ ამ თვეში შთააგონა მუჰამედს შუამავლისა და მოციქულის მისია და ყურანის პირველი გამოცხადებაც მოევლინა სამყაროს.