შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის პოლიტიკის ანალიზის, დაგეგმვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსმა თამარ ქოჩორაძემ ევროპის საბჭოს პოლიტიკურ საქმეთა დირექტორატის ნდობის აღდგენის სამმართველოს ხელმძღვანელ ანა კაპელოსთან ონლაინ ვიდეო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე ევროსაბჭოს ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური ნდობის აღდგენის მიმდინარე და სამომავლო პროექტები განიხილეს, რომლებიც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატთან მჭიდრო თანამშომლობით ხორციელდება.
საუბრის თემა იყო, ამ სამშვიდობო ინიციატივების ფარგლებში, კოვიდ 19-ის ფონზე, არსებული გამოწვევები და ნდობის შენებისთვის დისტანციური შეხვედრების ორგანიზების შესაძლებლობა.
ქართულმა მხარემ ევროპის საბჭოს ნდობის აღდგენის სამმართველოს ხელმძღვანელს ჩართულობისა და მჭიდრო თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც გლობალური პანდემიით გამოწვეული მძიმე ვითარების მიუხედავად, ორმხრივი ნდობის აღდგენის პროექტების განსახორციელებლად ევროპის საბჭო ძალისხმევას არ იშურებს.