ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) რიგით 97-ე შეხვედრა გაიმართა

25 სექტემბერი 2020
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) რიგით 97-ე შეხვედრა გაიმართა.
 
ქართულმა მხარემ შეხვედრაზე საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების საკითხი დააყენა და მათი უკანონო პატიმრობიდან უპირობო გათავისუფლება მოითხოვა.
 
ასევე შეხვედრისას საუბარი შეეხო ბოლო პერიოდში გორის, ქარელისა და კასპის მუნიციპალიტეტებში დაფიქსირებულ უკანონო ბორდერიზაციის ფაქტებსა და ასევე ოკუპირებულ ახალგორში შექმნილ მძიმე ვითარებას.
 
მონაწილეებმა განიხილეს ბოლო პერიოდში ოკუპირებულ რეგიონსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე დაფიქსირებული ინციდენტები, რომლებიც საფრთხეს უქმნის სტაბილურობას და აზიანებს უსაფრთხოების გარემოს, ასევე ზღუდავს ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეობის თავისუფლად გადაადგილებას საოკუპაციო ხაზის გასწვრივ.