შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის თეა ახვლედიანის მილოცვა ხანუქას დღესასწაულთან დაკავშირებით

10 დეკემბერი 2020

„ძვირფასო თანამოქალაქენო, სახელმწიფო მინისტრის აპარატის სახელით, გილოცავთ ხანუქას დღესასწაულს - გამარჯვებისა და განახლების ბრწყინვალე სიმბოლოს, რომელსაც ებრაელი ხალხი ძველი წელთაღრიცხვით მეორე საუკუნიდან აღნიშნავს.

ქართველთა და ებრაელთა მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა, ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობები და ჰარმონიული თანაცხოვრება, ჩვენი ისტორიის და საზოგადოებრივი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. საქართველოსისტორიის სხვადასხვა ეტაპზე, ებრაულ თემს მნიშვნელოვანი წვლილი შეჰქონდა ქართული სახელმწიფოს განვითარებასა და გაძლიერებაში; საკუთარი კულტურითა და ტრადიციებით ქმნიდა და დღესაც ამდიდრებს ქვეყნის ეთნიკურ და კულტურულ მრავალფეროვნებას.
ვუერთდები ებრაელი ხალხის ზეიმს! გისურვებთ ჯანმრთელობას და სიმტკიცეს, მშვიდობას და კეთილდღეობას!“

ხანუქას ებრაელები ყოველწლიურად ნოემბერ-დეკემბერში ზეიმობენ. იგი რწმენისა და ტრადიციების განახლების, სიკეთის ბოტროტებაზე, სამართლიანობის უსამართლობაზე გამარჯვების სიმბოლოა. დღესასწაული 8 დღის განმავლობაში გრძელდება და ყოველ დღე სასანთლეზე (მენორაზე) თითო სანთელი ინთება, რაც დღესასწაულის მთავარი რიტუალია.