თეა ახვლედიანი - უმთავრეს პრიორიტეტად რჩება ოკუპაციის ქვეშ მცხოვრებ მოსახლეობაზე ზრუნვა, მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, ვაჭრობაზე, განათლებაზე, ჯანდაცვასა და სხვა მომსახურებაზე გამარტივებული წვდომის უზრუნველყოფა

22 დეკემბერი 2020

„შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის ფარგლებში უკვე გადავდგით არაერთი პროაქტიული, კონსტრუქციული და ქმედითი ნაბიჯი იმისთვის, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობამდე მიგვეტანა კონკრეტული სარგებელი, დაგვენახებინა მათთვის უკეთესი მომავლის პერსპექტივა და გაგვეხსნა განათლებისა და ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის, სტატუს-ნეიტრალური მექანიზმების შემოტანის, წარმოების პერსპექტივების განვითარების შესაძლებლობები. სექტემბრიდან ამოქმედდა „მშვიდობის ფონდი უკეთესი მომავლისთვის“, საერთაშორსო დონორების სახსრებით ბიზნეს პროექტების გრანტების სახით დაფინანსების მიზნით. სწორედ ამ მიზნებს ემსახურება მთავრობის სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ .

ამდენად, უმთავრეს პრიორიტეტად დარჩება ოკუპაციის ქვეშ მცხოვრებ მოსახლეობაზე ზრუნვა, მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, ვაჭრობაზე, განათლებაზე, ჯანდაცვასა და სხვა მომსახურებაზე გამარტივებული წვდომის უზრუნველყოფა, ისევრე როგორც მათთვის ევროინტეგრაციის პროცესით მიღებული სარგებლის და პერსპექტივების გაზიარება“