თეა ახვლედიანი - კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში კრიტიკულად ნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამეგობრობის როლი და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაცია

22 დეკემბერი 2020

„კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში კრიტიკულად ნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამეგობრობის როლი და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაცია. ჩვენ გავაძლიერებთ მუშაობას ყველა მიმართულებით რათა გაძლიერდეს წნეხი საოკუპაციო რეჟიმზე, შეწყდეს საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებების პრაქტიკა, მოხდეს ამჟამად უკანონო პატიმრობაში მყოფი ყველა მოქალაქის, მათ შორის, ირაკლი ბებუას, ზაზა გახელაძის, გენადი ბესტაევის, მირიან თაზიაშვილის დაუყოვნებელი გათავასუფლება; მიეცეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მსოახლეობას თავისუფალი გადაადგილების და სასიცოცხოდ მნიშვნელოვან მომსახურებებზე წვდომის შესაძლებლობა; აღდგეს ადამიანების ღირსეული ცხოვრების პირობები - მშობლიურ ენაზე განათლების მიღების და ქონების უფლების აღდგენის ჩათვლით; შეწყდეს ადგილობრივი სამოქალაქო აქტივისტების შევიწროება და დისკრიმინაცია; უზრუნველყოფილ იქნას ადამიანის უფლებების მონიტორინგის განმახორციელებელი საერთაშორისო ორგანიზაციების წვდომა ოკუპირებულ რეგიონებზე; აღდგეს გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი. რა თქმა უნდა ჩვენ განვაგრძობთ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატში კონსტრუქციულ მონაწილეობას, რათა, ისევდაისევ საერთაშორისო პარტნიორების მტკიცე მხარდაჭერით მივაღწიოთ რუსეთის მიერ საერთაშროისოდ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას.

ჩვენი პროაქტიული ინიციატივები მჯერა, რომ შექმნის შესაძლებლობას საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით გავზარდოთ კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარების პოტენციალი, განვამტკიცოთ კონფლიქტების მოგვარების მშვიდობიანი გზის უალტერნატივობის რწმენა და ნდობა, რომ წარმოვაჩინოთ ჩვენი პრიორიტეტები და განვსაზღვროთ შემდეგი ეტაპის კონკრეტული ნაბიჯები. აღნიშნულ თემებზე სგნობრივი საუბარის გაგრძელება მიზანშეწონილია მხოლოდ დახურულ ფორმატში, ამიტომ აქ შევჩერდები ამ პოლიტიკის მიმართულებით.“