თეა ახვლედიანი - გაყოფილ საზოგადოებებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ხელშესაწყობად „მშვიდობის ფონდი უკეთესი მომავლისთვის“ ამოქმედდა

30 დეკემბერი 2020

„სამშვიდობო ინიციატივის ფარგლებში წელს სრულფასოვნად ამოქმედდა ფინანსური მექანიზმი „მშვიდობის ფონდი უკეთესი მომავლისთვის“, რომელმაც პანდემიის მიუხედავად წარმატებით ჩაატარა პირველი საგრანტო კონკურსი. გაყოფილ საზოგადოებებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ხელშესაწყობად, უკვე შერჩეულია 14 საუკეთესო ბიზნეს-პროექტი, რომელთა დაფინანსება მომავალი წლიდან დაიწყება. აღსანიშნავია, რომ ფონდი გრანტებს საერთაშორისო პარტნიორების დაფინანსებით გასცემს; ამ კუთხით მზადყოფნა უკვე დაადასტურა გერმანიამ და შვეიცარიამ.

რაც შეეხება საგანმანთლებლო მექანიზმს - სკოლისშემდგომი მოსამზადებელი და სხვა საშეღავათო პროგრამების შედეგად, წელს საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ოკუპირებული რეგიონებიდან ჩაირიცხა სამჯერ მეტი, 400-მდე სტუდენტი. ეს უპრეცედენტო პროგრამა მორგებულია ახალგაზრდების საჭიროებებზე და ითვალისწინებს სწავლების დაფინანსებას, სტიპენდიასა და საცხოვრებლით უზრუნველყოფას“ - განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.