გაზაფხულის დადგომის მომასწავებელი ეს უმშვენიერესი დღესასწაული ჯანმრთელობის, წარმატებისა და კეთილდღეობის მომტანი ყოფილიყოს თქვენთვის და თქვენი ოჯახებისთვის!
დღესასწაული ახალი წლის დაწყებასა და გაზაფხულის მოსვლას უკავშირდება. „კლოჩე სარე სალე“ ითარგმნება როგორც ახალი წლის ნამცხვარი. ტრადიციულად ამ დღეს იეზიდების ოჯახში ნამცხვარს აცხობენ, სადაც მძივი თავსდება. თუკი ნამცხვრის დაჭრის შემდეგ მძივის ბურთულა წმინდანის სახელზე დაჭრილ ნაჭერში აღმოჩნდა, იეზიდები მიიჩნევენ, რომ ეს წმინდანი მთელი წელი მათი მფარველი იქნება. ხოლო თუ ბურთულა ოჯახის წევრის ნაჭერში იქნება, ის მთელი წლის მანძილზე ოჯახის მეკვლედ ითვლება.