თეა ახვლედიანი: მნიშვნელოვანი პრიორიტეტია სამშვიდობო პროცესში ქალების ჩართულობის გაძლიერება და მათი უფლებრივი და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ზრუნვა
„ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანი პრიორიტეტია სამშვიდობო პროცესში ქალების ჩართულობის გაძლიერება და მათი უფლებრივი და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ზრუნვა. ამ მხრივ, ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად, ჩვენ ვახორციელებთ სხვადასხვა ღონისძიებებს, რაც გულისხმობს ქალთა ორგანიზაციებთან, ასევე გამყოფი ხაზების სიახლოვეს მცხოვრებ ქალებთან რეგულარულ საინფორმაციო შეხვედრებს, ასევე მათი ცნობიერების ამაღლებას ოჯახში ძალადობისა და სხვა თემების შესახებ. ვგეგმავთ, რომ ამგვარ შეხვედრებს უფრო მეტი სისტემატიზება შევძინოთ და კიდევ უფრო ხელი შევუწყოთ ქალების მონაწილეობას ნდობის მშენებლობის პროექტებში.“