შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა, მონაწილეობა მიიღო და მთავარი მომხსენებლის სტატუსით სიტყვით გამოვიდა მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრაში თემაზე ''ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები - ქალები, მშვიდობა

26 აპრილი 2021
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა, მონაწილეობა მიიღო და მთავარი მომხსენებლის სტატუსით სიტყვით გამოვიდა მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრაში თემაზე „ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები - ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება“.
 
საკუთარ გამოსვლაში სახელმწიფო მინისტრმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ მშვიდობის მშენებლობის პროცესში ქალების როლის გაძლიერების ხელშეწყობა აპარატის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. აღნიშნულ კონტექსტში, თეა ახვლედიანმა ყურადღება გაამახვილა ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესრულებისა და შერიგების პოლიტიკის განხორციელების პროცესში ქალთა ჩართულობის უზრუნველყოფის მიზნით განხორციელებულ და მიმდინარე საქმიანობაზე, ასევე, ამ კუთხით განსაზღვრულ სამომავლო გეგმებზე. მათ შორის, სახელმწიფო მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო აპარატის ინიციატივა, რომლის ფარგლებშიც შეიქმნა ქალთა საკითხებზე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან თანამშრომლობის ახალი პლატფორმა - „ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება - სამუშაო ჯგუფი მშვიდობის მშენებლობის პროცესში ქალთა ეფექტიანი მონაწილეობის გაძლიერების საკითხებზე“.
 
თეა ახვლედიანმა ხაზი გაუსვა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობას და აღნიშნა ფორმატის დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე პროგრესის მიღწევის აუცილებლობა.
 
ღონისძიება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერითა და დიდი ბრიტანეთის მთავრობის კონფლიქტის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების ფონდის დაფინანსებით გაიმართა.
 
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა, ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა და ექსპერტებმა