სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი სრულიად საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

26 მაისი 2022

„26 მაისი, ერთგვარად განასახიერებს ჩვენი ქვეყნის ეროვნული ფასეულობებისთვის, ერთიანობისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის, ამავდროულად, ევროპული მისწრაფებებისა და კავშირების მრავალსაუკუნოვან ისტორიას.

მოგვაგონებს, რომ დემოკრატიული პრინციპებისა და ადამიანის უფლებების პატივისცემა, ასევე თანასწორობა, ტოლერანტობა – ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანია. დღეს ჩვენ ქედს ვიხრით ყველა იმ ადამიანის წინაშე, მათი სულიერი სიმტკიცისა და სიმამაცის წინაშე, ვინც იღვაწა და თავი შესწირა თავისუფალი და ერთიანი, ძლიერი, ევროპული საქართველოს ეროვნულ იდეას, რომელიც დღეს, ჩვენი ევროპისკენ მიმავალი გზის ამ უმნიშვნელოვანეს ეტაპზე, მჯერა, რომ შეუქცევადია და აუცილებლად წარმატებით შესრულდება, ჩვენი ერთობით და კიდევ უფრო გაძლიერებული ძალისხმევით.

სწორედ ეს არის მთავარი გზავნილი დღეს, რომლითაც საქართველოს მთავრობის ინიციატივით, აღინიშნება ჩვენი ეროვნული დღესასწაული, რომელსაც გულითადად ვულოცავ სრულიად საქართველოს“