შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა საქართველოში გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენლთან რაიმუნდ იელესთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე რაიმუნდ იელემ სახელმწიფო მინისტრს ინფორმაცია მიაწოდა FAO-ს მიმდინარე პროექტებისა და განხორციელებული საქმიანობის თაობაზე, რომელიც კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის მხარდაჭერას ისახავს მიზნად.
სახელმწიფო მინისტრმა თავის მხრივ მადლიერება გამოთქვა FAO-ს მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე განხორციელებული საქმიანობისთვის. ამასთან, თეა ახვლედიანმა ხაზგასმით აღნიშნა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და პარტნიორების როლი და აქტიური ჩართულობის გაგრძელების მნიშვნელობა ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებას შორის ნდობის აღდგენისა და ხალხთაშორისი კონტაქტების გაღრმავების ხელშეწყობის მიზნით.
მხარეები მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.