სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის 2021-2030 წლების სახელმწიფო სტრატეგიის 2025-2026 წლების სამოქმედო გეგმის პროექტი

7 თებერვალი 2025

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ხელმძღვანელობითა და კოორდინაციით, სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის შესაბამის წევრ  უწყებებთან მჭიდრო თანამშრომლობითა და ადგილობრივი თვითმმართველობების  ჩართულობით შემუშავდა სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის 2021-2030 წლების სახელმწიფო სტრატეგიის 2025-2026 წლების სამოქმედო გეგმის პროექტი.

დოკუმენტის მომზადების პროცესის ინკლუზიურობისა და გამჭირვალობის უზრუნველყოფისა და ფართო საზოგადოებისთვის გაზიარების მიზნით, პროექტი განსახილველად წარმოდგენილია სახელმწიფო მინისტრის აპარატის ოფიციალურ ვებ-გვერდზე: ასევე სოციალურ ქსელში: - .

სამოქმედო გეგმის პროექტთან დაკავშირებით წინადადებებისა და მოსაზრებების წარმოდგენა სახელმწიფო მინისტრის აპარატისთვის შესაძლებელია თანდართული ფორმის მიხედვით არაუგვიანეს მიმდინარე წლის 22 თებერვლისა შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: press@smr.gov.ge;

 

საკონტაქტო ნომერი: 557924979; 599271472

 

მადლობა თანამშრომლობისთვის!