პაატა ზაქარეიშვილმა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

14 აგვისტო 2015
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებიდან 23 წლისთავთან დაკავშირებით გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
"ეს არის უმძიმესი დღე როგორც ქართველებისთვის, ისე აფხაზებისთვის და პატივს მივაგებთ ყველა დაღუპულის ხსოვნას. ამ ომით მიზანს ვერ მიაღწია ვერც აფხაზურმა საზოგადოებამ და ვერც ქართულმა სახელმწიფომ. ასეთ დღეებში ყველა უნდა დავფიქრდეთ, რამდენად არის ომი მიზნის მიღწევის გარანტირებული საშუალება", - განაცხადა პაატა ზაქარეიიშვილმა.