საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეთნიკურ საკითხთა ეროვნული კომისიის დელეგაციის მაღალი დონის ვიზიტი გაიმართა

22 ივნისი 2026
საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეთნიკურ საკითხთა ეროვნული კომისიის დელეგაციის მაღალი დონის ვიზიტი გაიმართა
 
საქართველოს, მიმდინარე წლის 16-17 ივნისს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეთნიკურ საკითხთა ეროვნული კომისიის მაღალი დონის დელეგაცია ეწვია, კომისარ ცინ იჭის ხელმძღვანელობით.
 
ვიზიტი, რომელიც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მასპინძლობით განხორციელდა, საქართველო-ჩინეთის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობის შემდგომი განვითარების მიზნებს ემსახურება.
 
ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი კობახიძესთან; ვიცე-პრემიერთან, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან მაკა ბოჭორიშვილთან; სახელმწიფო მინისტრთან თეა ახვლედიანთან; საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილესთან, საქართველო-ჩინეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან გიორგი ვოლსკისთან; საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარესთან რატი იონათამიშვილთან.
 
ორი ქვეყნისთვის აქტუალური მიდგომებისა და პრინციპების გათვალისწინებით, მხარეებს შორის შედგა სამომავლო პრიორიტეტებზე ხედვების ურთიერთგაზიარება და შემდგომი თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლო გზებზე მსჯელობა.
 
სამოქალაქო ინტეგრაციის პოლიტიკის ამოცანების განხორციელების შედეგების გაზიარების მიზნით დელეგაციის წევრები ეწვივნენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს; ასევე, იმყოფებოდნენ ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ კახეთის რეგიონში, სადაც საგარეჯოს იუსტიციის სახლსა და კაჭრეთის პროფესიულ კოლეჯში ადგილზე გაეცნენ არაქართულენოვანი მოსახლეობისთვის სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობის შესაძლებლობებს და პროფესიული განათლებისა და განვითარების კუთხით დანერგილ პროგრამებს. ამასთანავე, მათ ჰქონდათ შესაძლებლობა გაცნობოდნენ საქართველოს ისტორიასა და კულტურას