სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი შეხვედრა გაიმართა
24 სექტემბერი 2015
განხილულ საკითხებს შორის ასევე იყო ახალგორის მკვიდრის დავით ბაშარულის ცხედრის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის საკითხი. ოსურმა მხარემ გამოთქვა მზადყოფნა, აღნიშნული დასკვნა ბაშარულის ოჯახს გადასცეს. ოსურმა მხარის წარმომადგენლებმა ასევე გამოთქვა მზაობა, დაუბრუნონ ქართული მხარეს საქართველოს სახელმწიფო დროშა, რომელიც სოფელ ხურვალეთთან მიმდინარე წლის 16 ივლისს ჩამოხსნეს. შეხვედრაზე ქართულმა მხარემ გამყოფ ხაზზე მავთულხლართების გავლება გააპროტესტა და მოითხოვა, სოფელ წითელუბნის მოსახლეობას მიწის დამუშავების საშუალება მიეცეს. ერგნეთში მომდევნო შეხვედრა 29 ოქტომბერს გაიმართება. ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართულ შეხვედრებში ქართულ მხარეს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტის აპარატი და შინაგან საქმეთა სამინისტრო წარმოადგენენ.