ჟენევაში საერთაშორისო დისკუსიების 33-ე რაუნდი გაიმართა

7 ოქტომბერი 2015
„ამ საკითხზე მწვავე დისკუსია გაიმართა, განხილვისას თანათავმჯდომარეებმა დააფიქსირეს სრული მხარედაჭერა ჩვენი პოზიციების მიმართ. აღინიშნა, რომ ამჟამად არსებული მდგომარეობა მიუღებელია და აუცილებელია ამ მიმართულებით გამოსავლის გამონახვა, რათა მოსახლეობის უფლებების ადგილზე დაცული იყოს“, - განაცხადა ქეტევან ციხელაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ჰუმანიტარულ საკითხებზე მომუშავე ჯგუფის ფარგლებში განხილული იყო დღის წესრიგით გათვალისწინებული ყველა საკითხი.

„დისკუსიების ყველა ოფიციალური დელეგაციის მონაწილეობით, რა თქმა უნდა, განვიხლეთ დევნილთა დაბრუნების საკითხი. მიუხედავად იმისა, რომ დისკუსიებზე მუდმივად ხდება დევნილთა დაბრუნების საკითხის პოლიტიზირება, ეს თემა კვლავაც იქნება ჰუმანიტარული ჯგუფის ერთ-ერთი ცენტრალური საკითხი. ამასთან, ჩვენ მივმართეთ საერთაშორისო პარტნიორებს, მისცენ ბიძგი დევნილთა დაბრუნების საკითხის სამართლებრივი და ჰუმანიტარული თვალსაზრისით დამუშავების პროცესს, რათა ამდენი რაუნდის შემდეგ დაიწყოს ამ საკითხის იმპლემენტაცია. დავნილთა დაბრუნების თემა ქართული მხარისთვის პრინციპული მნიშვნელობისაა და მომავალშიც გავაგრძელებთ აქტიურ მუშაობას ამ მიმართულებით. ასევე, განხილული იყო გამყოფ ხაზზე მავთულხლართების დაყენების პრობლემა. მოვითხოვეთ, რომ ადგილობრივ მოსახლეობას მიწებზე წვდომის საშუალება მიეცეს. ვიმსჯელეთ ასევე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხზე, აღინიშნა, რომ აუცილებელია ამ მიმართულებით საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის იუნესკოს ჩართვა. ასევე, განვიხილეთ გარემოსდაცვითი პრობლემები“, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ.
ჟენევაში საერთაშორისო დისკუსიების მორიგი - 33-ე რაუნდი 6-7 ოქტომბერს გაიმართა.