ტოლერანტობის დღისადმი მიძღვნილი ფოტოკონკურსი „ჩვენი მრავალფეროვანი სამშობლო“ გრძელდება

21 ოქტომბერი 2015
გრძელდება ტოლერანტობის დღისადმი მიძღვნილი ფოტოკონკურსი „ჩვენი მრავალფეროვანი სამშობლო“. კონკურსი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით მიმდინარეობს. ფოტონამუშევარი უნდა ასახავდეს საქართველოში სხვადასხვა ეთნიკური, რელიგიური ჯგუფის ცხოვრებას, ყოველდღიურობას, ტრადიციებს, თანაცხოვრებას. ფოტოს მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 10 მეგაბაიტს.

თითოეული კონკურსანტისგან შესაძლებელია 2 ფოტოს მიღება. კონკურსში მონაწილეობისთვის ფოტოების გამოგზავნის ბოლო ვადაა 6 ნოემბერი. გამოვლინდება 3 გამარჯვებული, მათგან ერთი აპარატის Facebook გვერდზე დაფიქსირებული მოწონებების საშუალებით, ორს კი კომპეტენტური ჟიური გამოავლენს. გამარჯვებულებს გადაეცემათ პრიზები. ასევე, მოეწყობა 13 საუკეთესო ფოტოს გამოფენა და ამავე ფოტოების გამოყენებით დაიბეჭდება 2016 წლის სამაგიდო კალენდრები.

ფოტოკონკურსში მონაწილეობის მსურველებმა ნამუშევრები უნდა გამოგზავნონ მისამართზე: press@smr.gov.ge

ტოლერანტობის საერთაშორისო დღე 16 ნოემბერს აღინიშნება.