ქეთევან ციხელაშვილმა ლიტვის საელჩოში დევნილი ბავშვების მიღებაში მიიღო მონაწილეობა

23 ოქტომბერი 2015
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ციხელაშვილმა ლიტვის საელჩოში დევნილი ბავშვების მიღებაში მიიღო მონაწილეობა. საქართველოში ლიტვის ელჩმა გიედრიუს პუოჯუნასმა აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან დევნილ ბავშვებს უმასპინძლა.
მოზარდებთან შეხვედრის თემა საერთაშორისო ურთიერთობები, ნატო, ევროკავშირი და ევროინტეგრაცია იყო. ქეთევან ციხელაშვილმა უპასუხა მათ შეკითხვებს ევროინტეგრაციისა და სამშვიდობო პოლიტიკის შესახებ.
საელჩოში გამართულ მიღებაში აფხაზეთიდან დევნილი 12 და ცხინვალის რეგიონიდან დევნილი 10 მოზარდი მონაწილეობდა.