ქვემო ქართლში გოგონათა უფლებების შესახებ შეხვედრები მიმდინარეობს

30 ოქტომბერი 2015
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით, ქვემო ქართლში გოგონათა უფლებების შესახებ შეხვედრები მიმდინარეობს. დღეს შეხვედრები დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ამამლოსა და ორზუმანში და ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ქვემო ბოლნისსა და ნახიდურში გაიმართა.

შეხვედრებში საჯარო სკოლების 200-მდე უფროსკლასელი გოგონა, ასევე მათი მშობლები და პედაგოგები მონაწილეობდნენ. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებშ სახელმწიფო მინისტრის წარმომადგენელმა ქვემო ქართლში ზაურ დარგალმა და ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელმა ანა აბაშიძემ მათ მიაწოდეს ინფორმაცია სტამბულის კონვენციის რატიფიცირების, ქალთა მიმართ ძალადობის, ადრეული ქორწინების საკითხებსა და ბავშვთა უფლებების კონვენციის ძირითად პრინციპებზე.

ნოემბერში შეხვედრები, ასევე, დაგეგმილია მარნეულისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტებში.