პაატა ზაქარეიშვილი იან ქელის შეხვდა

5 ნოემბერი 2015
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი საქართველოში აშშ-ს ელჩს იან ქელის შეხვდა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო.

პაატა ზაქარეიშვილმა ელჩს კონფლიქტების მოგვარების მიმართულებით საქართველოს მთავრობის პოლიტიკის, მიმდინარე პროცესების, გამოწვევებისა და პერსპექტივების, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

„შეერთებული შტატები ჩვენი უმნიშვნელოვანესი პარტნიორია, მათ შორის სწორედ კონფლიქტების მოგვარების მიმართულებით, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში. ამდენად მნიშვნელოვანია ელჩს ჰქონდეს სრული ინფორმაცია მიმდინარე პროცესებისა და საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკის შესახებ“, - აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა.

მან იან ქელის შეერთებული შტატების მიერ ჩართულობის პროექტების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.