შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ციხელაშვილმა ბერლინის საგარეო პოლიტიკის მეხუთე ფორუმში მიიღო მონაწილეობა, რომელიც 9-10 ნოემბერს გაიმართა.
ფორუმში 200-მდე მაღალი რანგის პოლიტიკოსი, მთავრობათა წარმომადგენელი, ექსპერტი და ჟურნალისტი მონაწილეობდა. ფორუმი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა გახსნა.
ქეთევან ციხელაშვილმა კონფერენციის მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზე. მან ასევე, ისაუბრა საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციაზე და თანამშრომლობის პერსპექტივებზე.
ბერლინის საგარეო პოლიტიკის ფორუმი 2011 წელს დაფუძნდა და ყოველწლიურად იმართება. წლევანდელი შეხვედრის მთავარი თემა ევროპის საგარეო პოლიტიკის მოსალოდნელი გამოწვევები, დასავლეთის და რუსეთის ურთიერთობების მომავალი, შუა აღმოსავლეთში მოვლენების შესაძლო განვითარება იყო.