ვაშინგტონში ქეთევან ციხელაშვილის თანათავმჯდომარეობით შეხვედრა გაიმართა

15 ნოემბერი 2015
ვაშინგტონში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილის  ქეთევან ციხელაშვილის თანათავმჯდომარეობით  საქართველო-აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის ხალხთაშორისი ურთიერთობებისა და კულტურული გაცვლების ჯგუფის შეხვედრა  გაიმართა.
სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა კონფლიქტების მოგვარების სამშვიდობო პოლიტიკაზე. მან ისაუბრა ჩართულობის პოლიტიკის, კერძოდ, ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებთათვის ჯანდაცვის მომსახურების და განათლების შესაძლებლობებზე. ქეთევან ციხელაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდა გამყოფ ხაზებზე მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების გავლების და შედეგად ადგილობრევებისთვის შექმნილ პრობლემებზე, თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვაზე.
სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ USAID-ის პროექტების და აშშ-ს მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლინობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
ქეთევან ციხელაშვილმა ჯგუფის წევრებს ასევე მიაწოდა ინფორმაცია შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ახალი ეროვნული კონცეფციისა და სამოქმედო გეგმის შესახებ.