ქეთევან ციხელაშვილი ბრიტანული ორგანიზაციის Saferworld აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა
3 თებერვალი 2016
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ბრიტანული ორგანიზაციის Saferworld აღმასრულებელ დირექტორს პოლ მერფის შეხვდა. ქეთევან ციხელაშვილმა კონფლიქტბის მოგვარების მიმართულებით საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკასა და მიდგომებზე ისაუბრა. პოლ მერფი „სახელმწიფო სტრატეგიით - ჩართულობა თანამშრომლობის გზით“ დაინტერესდა, რის შესახებაც სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილისგან დეტალური ინფორმაცია მიიღო. „ჩვენი მიზანია, პირდაპირი დიალოგი დავამყაროთ აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებთან, ხელი შევუწყოთ ხალხთა შორის ურთიერთობას და საერთო ინტერესები გამოვნახოთ“, - აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა. მან შეხვედრაზე ასევე ისაუბრა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მიმდინარეობაზე, კერძოდ, დისკუსიების ფარგლებში ჰუმანიტარული საკითხების განხილვაზე. მან ასევე, მიმოიხილა გალის რაონში განათლების მიმართულებით არსებული მდგომარეობა, ოკუპირებული ტერიოტორიების მიმართულებით თავისუფალი გადაადგილებისა და საკუთრების უფლების დაცვაზე. პოლ მერფიმ თანამშრომლობის გაგრძელებისთვის მზადყოფნა გამოხატა.