ქეთევან ციხელაშვილი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდა

18 თებერვალი 2016
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოადგილეს, ერიკ ჰოეგს და ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორს, კაუპო კანდის შეხვდა.
მინისტრის პირველმა მოადგილემ შეხვედრის მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია გამყოფ ხაზთან არსებულ მდგომარეობაზე, მათ შორის მავთულხლართების გავლების შედეგად შექმნილ ვითარებასა და ადგილობრივი მოსახლეობისათვის მიყენებულ ზარალზე. ასევე განიხილეს ის სოციალურ-ეკონომიკური პროექტები, რომელიც ხორციელდება გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში საქართველოს მთავრობის მიერ.

მისიის თანამშრომლებმა აღნიშნეს, რომ მათი მხრიდან დეტალურად მოხდება არსებული მდგომარეობის და ცვლილებების შესწავლა, თვალყურს მიადევნებენ განვითარებულ მოვლენებს და სრულ ინფორმაციას მიაწვდიან საერთაშორისო საზოგადოებას.