შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატს შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროექტის „სომხეთის და აზერბაიჯანის საზღვრისპირა თემების უსაფრთხოების ხელშეწყობის“ მონაწილეები ესტუმრნენ.
სომხეთის ადგილობრივი თვითმართველობის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საკითხთა სამმართველოს უფროსი მარინა სალუქვაძე შეხვდა და სახელმწიფო მინისტრის აპარატის მუშაობის მიმართულებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
შეხვედრაზე დეტალურად იქნა განხილული საქართველო-რუსეთის ურთიერთობები, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა და ცენტრალური მთავრობის პოლიტიკა აღნიშნულ რეგიონებთან მიმართებაში. საუბარი შეეხო აპარატის მონაწილეობას ჟენევის მოლაპარაკებებსა და IPRM-ის ფორმატში. მიიღეს ინფორმაცია კანონზე ოკუპირებულ ტერიტორიების შესახებ, სახელმწიფო სტრატეგიაზე ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში და საქართველოს ხელისუფლების პოზიციასა და სამშვიდობო ინიციატივებზე.
შეხვედრის მონაწილეები ასევე დაინტერესდნენ, თუ რამდენად შესაძლებელია საქართველოს გამოცდილება და სამშვიდობო ინიციატივები სომხეთ - აზერბაიჯანის კონფლიქტის დასარეგულირებლად იქნას გამოყენებული.