შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის და შსს-ს აკადემიის წარმომადგენლები მარნეულში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლ აბიტურიენტებს შეხვდნენ.
შეხვედრას 100-მდე მე-12 კლასელი დაესწრო. აბიტურიენტებს გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა ეროვნული გამოცდებთან დაკავშირებით არსებულ სიახლეზე და პროგრამა "1+4"-ს შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. ასევე, მოსწავლეებისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის წარმომადგენელმა გამართა პრეზენტაცია თემაზე „სამართლის საბაკალავრო პროგრამა“, რის შემდეგ აბიტურიენტების კითხვებს უპასუხა.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის წარმომადგენელმა ქვემო ქართლში ზაურ დარგალმა, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ლოჯისტიკის ჯგუფის კოორდინატორმა მაია გაბუნიამ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის უბნის ინსპექტორთა მომზადების ფაკულტეტის უფროსმა მამუკა ქოიავამ.
შეგახსენებთ, რომ პროგრამა "1+4" საქართველოში 2010 წლიდან ხორციელდება. ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელი აბიტურიენტები ამ პროგრამის მეშვეობით მშობლიურ ენაზე უნივერსიტეტში ჩაბარების შემდეგ 1 წლის განმავლობაში ქართული ენის მოსამზადებელ კურსს გადიან. აღნიშნული კურსის წარმატებით დამთავრების შემდეგ, მეორე წელს პირველი კურსიდან აგრძელებენ სწავლას.