თურქეთის წამყვანმა უნივერსიტეტმა ქეთევან ციხელაშვილის სახელობის სტიპენდია დააწესა

15 მარტი 2016
თურქეთის ერთ-ერთმა წამყვანმა საერთაშორისო უნივერსიტეტმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილის ქეთევან ციხელაშვილის სახელობის სტიპენდია დააწესა.
სტამბოლში ვიზიტის ფარგლებში ქეთევან ციხელაშვილი ბაჰჩეშეჰირის უნივერსიტეტის რექტორს და სოციალური მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანს შეხვდა. მოგვიანებით კი, მინისტრის პირველმა მოადგილემ უნივერისტეტის პროფესორების და სტუდენტების კითხვებს უპასუხა.
ქეთევან ციხელაშვილმა შეხვედრაზე რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებზე, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ კურსზე, ასევე საქართველოში კონფლიქტურ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე და მისი მოგვარების სამშვიდობო გზებზე ისაუბრა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ქეთევან ციხელაშვილს ბაჰჩეშეჰირის უნივერსიტეტის რექტორმა სიგელი გადასაცა, სადაც აღნიშნულია, რომ სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილის სახელობის სტიპენდია დაწესდება მაგისტრატურისა და სადოქტოროს ორი სტუდენტისთვის.
"მეამაყება და ბედნიერი ვარ, სტამბოლში ბაჰჩეშეჰირის უნივერსიტეტის მასპინძლობით. გულთბილი დახვედრის შემდეგ, გამორჩეული და საპატიო საჩუქრის მიღება მხვდა წილად. ჩემს სახელზე, მაგისტრატურისა და სადოქტოროს ორი სტუდენტისთვის სწავლის დაფინანსების მიზნით სტიპენდია დაწესდა", - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.