შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით და გაროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) მონაწილეებსა და სამოქალაქო სექტორის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსთან.
შეხვედრას ესწრებოდა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი კიასტუტის იანკაუსკაისი, გაეროს ქალთა ორგანიაციის წარმომადგენელი საქართველოში ერიკა კაპილოვა, საქართველოში პოლონეთის საელჩოს წარმომადგენელი და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში სოფო ჯაფარიძე.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის აფხაზეთის ა/რესპუბლიკის, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ა/ოლქის საკითხთა სამმართველოს უფროსმა მარინა სალუქვაძემ და სახახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა გიორგი ჯიღაურმა დამსწრეთ მიაწოდეს ინფორმაცია, IPRM-ს შეხვედრების ფარგლებში განსახილველ საკითხებზე და ფორმატის მუშაობის მექანიზმების თაობაზე. ითქვა, ერთ-ერთი ეფექტური საკომუნიკაციო მექანიზმის „ცხელი ხაზის“ შესახებ.
ადამიანის უფლებების დარღვევის, გადაადგილების შეზღუდვის, უკანონო დაკავებების, სარწყავი/სასმელი წყლის პრობლემებთან ერთად, არასამთავრობო სექტორის წარმომადგნელები, თავის მხრივ, დაინტერესდნენ გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის საქმიანობით.
მარინა სალუქვაძემ დამსწრეთ მიაწოდა ინფორმაცია საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში არსებული საჭიროებების და კომისიის ფარგლებში ჩატარებული სამუშაოების თაობაზე, რაც მოიცავს ადგილობრივი მოსახლეობის სოციალური პირობების გაუმჯობესებისთვის გატარებულ ღონისძიებებს. კერძოდ, გაზიფიცირების, გამრიცხველიანების, სასმელი/სარწყავი წყლით უზრუნველყოფის, ამბულატორიების, საბავშვო ბაღების, სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის, უმაღლეს სასწავლებლებში განათლების საფასურის გადახდის და სხვა საკითხებს.
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მონაწილეების საინფორმაციო შეხვედრები სამოქალაქო სექტორთან მომავალშიც გაგრძელდება.