31 მარტს, ახალციხეში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით ეთნიკური უმცირესობების წარმომდგენელ ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიისა და დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის წარმომადგენლებმა ახალციხის, ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლების მოსწავლეებსა და სტუდენტებს უმაღლესი განათლების სფეროში განხორციელებული სიახლეები და „1+4“ პროგრამა გააცნეს.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები.
შეგახსენებთ, რომ განათლების სამინისტრო ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის პროგრამას „1+4“ 2010 წლიდან ახორციელებს, რომელიც უმაღლეს სასწავლებლებში მშობლიური ენაზე ეროვნული გამოცდების ჩაბარებას და მიმდევნო ერთი წლის განმავლობაში სახელმწიფო ენის შესწავლას ითვალისწინებს.