დიღმის ძმათა სასაფლაოზე ბაბუშერას აეროპორტში დაღუპული 9 მებრძოლი, სამი კი საგვარეულო სასაფლაოებზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.
დაკრძალვას შერიგებისა და სამოქალაქო თანსაწორობის საკითებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი და მთვრობის სხვა წევრები დაესწრნენ.
აფხაზეთის ომის დროს ბაბუშერას აეროპორტში თვითმფრინავის აფეთქებისას დაღუპული 12 მებრძოლის სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში 8-9 აპრილს გაიმართა.
გარდაცვლილების ახლობლებს სამების საკათედრო ტაძარში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწოროების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ციხელაშვილმა მიუსამძიმრა.
შეგახსენებთ, რომ 2010 წელს წითელი ჯვრის ეგიდით შეიქმნა ორმხრივი საკოორდინაციო ჯგუფი, რომელიც 1992-1993 წლებში ქართულ-აფხაზური კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების საკითხებს შეისწავლის. მოლაპარაკების შედეგად გადაწყდა ბაბუშერას ძმათა სასაფლაოს გახსნა და ცხედრების ექსჰუმაცია. ამ ეტაპზე, ბაბუშერას სამარხიდან გადმოსვენებული 43-ვე ნეშტი უკვე იდენტიფიცირებულია.
დევნილთა და განსახლების სამინისტროსა და აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის წარმომადგენლებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების შედეგად, 2016 წელს კიდევ ორი სამარხი გაიხსნება, საიდანაც 100-ზე მეტ ცხედარს გადმოასვენებენ.