ბრიუსელში ევროკავშირი-საქართველოს შორის ადამიანის უფლებათა დიალოგის მორიგი, მე-9 შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაში მონაწილება მიიღო შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსმა თინა ღოღელიანმა.
ღონისძიების ფარგლებში ქართულმა მხარემ ევროკავშირის ექსპერტთა ჯგუფს ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით გადადგმული ნაბიჯები გააცნო. კერძოდ კი საუბარი შეეხო ქალების, ბავშვების, ეთნიკურ და რელიგიური უმცირესობების უფლებების დაცვის საკითხებს, ასევე მედიის თავისუფლებისა და პლურალიზმის.
თინა ღოღელიანის განცხადებით, შეხვედრაზე ქართულმა მხარე განსაკუთრებით ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ფაქტებზე.
ევროკავშირის ექსპერტებმა დადებითად შეაფასეს სამოქალაქო ინტეგრაციის კუთხით მიღწეულ შედეგები და ყურადღება გაამახვილეს სამომავლოდ სამოქალაქო ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის ეფექტიან განხორციელების აუცილებლობაზე.