პაატა ზაქარეიშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლებს შეხვდა

3 მაისი 2016
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წარმომდგენლები დაინტერესდნენ საქართველოში ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წამომადგენლების უფლებების დაცვისა და არჩევნებში სრულფასოვანი მონაწილეობის საკითხებით.
სახელმწიფო მინისტრმა სტუმრებს ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის კუთხით გატარებული და სამოქალაქო ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები გააცნო.
შეხვედრაზე მხარეებმა გაწეული ორმხრივი თანამშრომლობა დადებითად შეაფასეს და სამომავლო თანამშრომლობის გაგრძელების აუცილებლობაზე შეთანხმდნენ.