გაეროს რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტმა საქართველოს მთავრობის ანგარიშები განიხილა

4 მაისი 2016
ჟენევაში, გაეროს რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტმა საქართველოს მთავრობის მიერ 2014 წლის 2 ივლისს, „რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საერთაშორისო კონვენციის შესაბამისად, წარდგენილი გაერთიანებული მე-6, მე-7 და მე-8 პერიოდული ანგარიშები განიხილა.

განხილვაში მონაწილეობა მიიღო შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსმა თინა ღოღელიანმა.

ქართულმა მხარემ გაეროს რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის წევრებს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს მიერ კონვენციის იმპლემენტაციის შესახებ და ამ მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებზე. აქცენტები გაკეთდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ადამიანის უფლებათა მდგომარეობაზე და ეთნიკური ნიშნით ქართველების დევნა-შევიწროებაზე.

კომიტეტის წევრები ასევე მოისმინეს ინფორმაცია სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულებით განხორცილებულ ღონისძიებებზე, ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართულობისა და ბოშა მოსახლეობის ინტეგრაციის საკითხებზე.

კომიტეტის წევრებმა მადლობა გადაუხადეს საქართველოს დელეგაციას გაწეული სამუშაოსათვის და მიწოდებული ინფორმაციისათვის. განხილვის შედეგად კომიტეტი მიიღებს დასკვნით მოსაზრებებს, რომელშიც მოცემული იქნება რეკომენდაციები.
გაეროს რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტთან შეხვედრა ჟენევაში 2-3 მაისს გაიმართა.