გორში, ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციების და თემების წარმომადგენლებს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) მონაწილეები შეხვდნენ.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები სტუმრებს IPRM-ს შეხვედრების ფარგლებში განხილულ საკითხებზე ესაუბრნენ.
შეხვედრაზე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლებმა ისაუბრეს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული შიდა ქართლის რეგიონის მოსახლეობის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის ფარგლებში განხორციელებულ და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.
ასევე, გორის გამგეობის წარმომადგენლებმა დამსწრეებს რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილი ჯანდაცვის, სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) მონაწილეებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წამომადგენლებს შორის საინფორმაციო შეხვედრა გაეროს რეზოლუციების (1325, 1820, 1888, 1889, და 1960) 2015-2016 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის ფარგლებში გაიმართა.
ღონისძიების ორგანიზატორები არიან შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი და გაეროს ქალთა ორგანიზაცია. შეხვედრას ესწრებოდნენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გორის ოფისის წარმომადგენლები.